ჩინეთში, გასულ 24 საათში COVID19-ით ინფიცირების 80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღის განმავლობაში, ჩინეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 80 ახალი შემთხვევა: 10 პაციენტი აქტიური ფორმით და 70 ასიმპტომური, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

წინა დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების 14 შემთხვევა: 6 აქტიური და 8 ასიმპტომური, ყველა იმპორტირებული უცხოეთიდან.

გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლი გახდა 4,634 ადამიანი, დაფიქსირდა ინფიცირების 85,184 აქტიური შემთხვევა, აქედან 2,635 იმპორტირებულია. გამოჯანმრთელდა 80,399 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად