ჩინეთში, გასულ 24 საათში, COVID19-ით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა და კიდევ ინფექციის 20 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის განცხადების თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ლეტალური შემთხვევა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებიდან გაათავისუფლეს 14 ადამიანი.

კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ ჩინეთში 2,085-ს მიაღწია, რომელთაგან 1,994 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კიდევ 91 ადამიანი მკურნალობს, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. არც ერთი ინფიცირებული ადამიანი, რომელიც უცხოეთიდან ჩინეთში ჩავიდა და კორონავირუსი დაუდგინდა, არ გარდაცვლილა.

2 აგვისტოს 00:00 საათის მდგომარეობით, ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული დაავადების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ მიაღწია 84,385 ადამიან, ხოლო დაიღუპა 4,634 ადამიანი, 79,003 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად ჩინეთში დაავადების ეგრეთ წოდებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა 748-ს შეადგენს.

აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ცალკეული სტატისტიკა ასიმპტომური პაციენტებისთვის: თუ ადამიანი, რომელსაც აქვს ტესტზე დადებითი შედეგი, ხოლო სიმპტომები არ აქვს (ხველა, ცხელება და სხვა), ეს გათვალისწინებულია ინფიცირებულთა ოფიციალურ სტატისტიკაში.

ამასთან, ხელისუფლება არ აქვეყნებს პანდემიის დაწყების დღიდან ჩინეთში გამოვლენილი ასიმპტომური შემთხვევების საერთო რაოდენობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად