ჩინეთში, გასულ 24 საათში COVID19-ით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა: 10 პაციენტი აქტიური ფორმით და 13 ასიმპტომური, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ლეტალური შემთხვევებო არ დაფიქსირებულა.

წინა დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების 29 შემთხვევა: 12 აქტიური და 17 ასიმპტომური, ყველა ასევე იმპორტირებულია საზღვარგარეთიდან.

გასული წლის დეკემბრიდან ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლი გახდა 4,634 ადამიანი, დაფიქსირებულია ინფიცირების 85,144 აქტიური შემთხვევა, აქედან 2,595 იმპორტირებულია. ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერეს 80,335 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად