ჩინეთში გასულ 24 საათში COVID19-ით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში დაფიქსირდა COVID-19-ით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა, შვიდი აქტიური ფორმით და 15 ასიმპტომური მატარებელი, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ჯანდაცვის კომიტეტმა განაცხადა.

ლეტალური შემთხვევები არ გამოვლენილა.

წინა დღის განმავლობაში კი დაფიქსირდა ინფექციის 10 შემთხვევა, ორი აქტიური და რვა ასიმპტომური, ყველას შესვლა უცხოეთიდან მოხდა.

გასული წლის დეკემბრიდან ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლი გახდა 4,634 ადამიანი, დაფიქსირებულია ინფიცირების 85 153 აქტიური შემთხვევა, აქედან 2 604 იმპორტირებულია. ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერეს 80 358 გამოჯანმრთელებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად