ჩინეთში ჩამოინგრა სასტუმრო, რომელიც კორონავირუსიანებისთვის საკარანტინო ზონა იყო(ვიდეო )

ინფორმაცია ამის შესახებ პორტალ cnbc-ზე ქვეყნდება

ინფორმაციის თანახმად, ფუძიანის პროვინციის ქალაქ ციუანოუში ის სასტუმრო ჩამოინგრა, რომელის კორონავირუსით ინფიცირებულთა საკარანტინე ზონად გამოიყენებოდა
 
ციუანჯოუს ხელისუფლების თქმით, სასტუმრი საღამოს შაბათს, საღამოს 7:30 საათზე ჩამოინგრა და მომდევნო ორი საათის განმავლობაში შენობაში მყოფი დაახლოებით 70 კაციდან 34 კაცის ამოყვანა მოხერხდა ნანგრევებიდან.
 
გაზეთ People’s Daily-ს ცნობით, ჩამონგრეული 80 ნომრიანი სასტუმრო 2018წლის ივნისში გაიხსნა.
 

ფუძიანის პროვინციის ხელისუფლების თქმით, პარასკევის მდგომარეობით პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირების 279 შემთხვევა დადასტურდა და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი 10819 იმყოფება დაკვირვების ქვეშ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად