ჩინეთში, ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ჩინეთში, თხევადი ბუნებრივი აირით სავსე ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კიდევ 166 ადამიანია დაშავებული, რომელთა გადარჩენაც მოხერხდა და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ინციდენტი ქალაქ ტაიჩჟოუს რაიონში მდებარე ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა. აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა ცხრა დაღუპულისა და 112 დაშავებულის შესახებ. აფეთქების ტალღამ დააზიანა ახლომდებარე სახლები და ერთი საწარმო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად