ჩინეთში, ავტომობილით ხალხში შევარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა კიდევ 7, ჩინეთის პროვინცია ხუბეიში, ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად.

ინციდენტი ტაიპინის დასახლებაში მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც საჭესთან იჯდა.

სამართალდამცავ ორგანოებში მომხდარს განზრახ ჩადენილი უწოდეს. მძღოლის მოტივები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...