ჩინეთში, ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შევარდა – დაღუპულია 4 ადამიანი

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ჩუნცინში, ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შევარდა. ამის შესახებ Beijing News წერს. ინციდენტი 22 ივნისს, გვიან საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილი ჯერ სხვა მანქანებს შეეჯახა და ათზე მეტი ადამიანი გაიტანა.

მომხდარის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, კიდევ ცხრამ კი სერიოზული ტრავმები მიიღეს, იუწყება Sing Tao Global Network.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 42 წლის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი დაკავებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...