ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსის შედეგად, უკვე 6 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად კიდევ ორი ​​ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, დაღუპულთა საერთო რიცხვი ექვსამდე გაიზარდა,-ინფორმაციას The Daily Star-ი ავრცელებს.

მანამდე, ოთხი პაციენტის გარდაცვალების შესახებ იყო ცნობილი.

გარდა ამისა, კორონავირუსის ინფექციის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი მონაცემების საფუძველზე, ჩინეთში კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რიცხვმა 291 ადამიანს მიაღწია. 900-ზე მეტი ადამიანი მედიკოსების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. დადგენილია, რომ ვირუსი შესაძლოა ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოითხოვა, რომ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და ავადმყოფების დასახმარებლად ეფექტური ზომები მიიღონ.

კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში. ავსტრალიის სამედიცინო ორგანოებმა ქალაქ უჰანიდან ქვეყანაში ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება დაიწყეს, მსგავსი ზომები ტაილანდის სამ აეროპორტში მიიღეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტთა კომიტეტი 22 იანვარს საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხის შესაფასებლად საგანგებო შეხვედრას გამართავს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად