ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 91,1% სრულად გამოჯანმრთელებულია

ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური კომისია კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური კომისიის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ჩინეთში დაფიქსირდა ინფიცირების 67 ახალი შემთხვევა. დღემდე, ჩინეთში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 81285 შემთხვევაა დადასტურებული.
 
დღეისათვის დაინფიცირებულთაგან სულ განკურნებულია 74051 კაცი ანუ 91,10% . მკურნალობას განაგრძობს 3947 კაცი (4,86%), რომელთაგან მძიმე მდგომარეობა აქვს 1235 კაცს.
 
განვლილი 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 6 კაცი. სულ გარდაცვლილთა რაოდენობამ 3287-ს მიაღწია. ლეტალობის მაჩვენებელი ტოლია 4,04%-ის
 
ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მეტი პაციენტები ჰყავთ შემდეგ ქვეყნებს:
 
1. აშშ – 66942
2. იტალია – 57521
3. ესპანეთი – 40501
4. გერმანია – 33570
5. საფრანგეთი – 20002
6. ირანი – 15315
7. შვეიცარია – 10613
8. დიდი ბრიტანეთი – 8929
9. ნიდერლანდები – 6053
10. ავსტრია – 5548
 
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობების მიხედვით ქვეყნები ასეთი თანმიმდევრობით არიან განლაგებული:
 
1. ჩინეთი – 74051
2. ირანი – 9625
3. იტალია – 9362
4. ესპანეთი – 5367
5. სამხრეთ კორეა – 4144
6. საფრანგეთი – 3900
6. გერმანია – 3547
8. ბელგია – 547
9. აშშ – 394
10. იაპონია – 310
 
კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობები ფიქსირდება შემდეგ ქვეყნებში:
 
1. იტალია – 7503 ლეტალობა 10,09%
2. ესპანეთი – 3647 ლეტალობა 7,37%
3. ჩინეთი – 3281 ლეტალობა 4,04%
4. ირანი – 2077 ლეტალობა 7,69%
5. საფრანგეთი – 1331 ლეტალობა 5,27%
6. აშშ – 1031 ლეტალობა 1,51%
7. დიდი ბრიტანეთი – 465 ლეტალობა 4,88%
8. ნიდერლანდები – 356 ლეტალობა 5,55%
9. გერმანია – 206 ლეტალობა 0,55%
10. ბელგია – 178 ლეტალობა 3,61%
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად