ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთის ქალაქ უჰანის სამედიცინო დეპარტამენტმა პნევმონიის 17 ახალი შემთხვევა გამოავლინა, რომელიც ახალი ტიპის კოროვირუსითაა გამოწვეული. საერთო ჯამში, ქალაქში ამ ტიპის ვირუსი ოფიციალურად 62 ადამიანს აღმოაჩნდა.

დღემდე დაფიქსირდა ორი ლეტალური შემთხვევა.

უფრო მეტიც, მანამდე BBC-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ ტიპის კოროვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ოფიციალურ ციფრებს ბევრჯერ აღემატება.

ბრიტანელი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ფაქტობრივად, შემთხვევების რაოდენობამ თითქმის 1.7 ათას ადამიანს მიაღწია. ბრიტანული ტელე-რადიო კორპორაცია ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში ინფექციური დაავადებების გლობალური ანალიზის ცენტრის კვლევის მონაცემებს ეყრდნობა.

დეკემბერში, ქალაქ უჰანში პნევმონიის განვითარება დაფიქსირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადების მიზეზი აქამდე უცნობი ტიპის კოროვირუსი იყო.

ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე არ არის დაფიქსირებული, რომ ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა.

დღემდე, ანალოგიური შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ტაილანდსა და იაპონიაში, ყველა ინფიცირებული ქალაქ უჰანს ეწვია.

BBC-ის ცნობით, პროფესორ ნილ ფერგიუსონს მიაჩნია, რომ კორონავირუსი შესაძლოა, გაცილებით მეტ ადამიანს ჰქონდეს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად