ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

ჩინეთში, პნევმონიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, რომელიც 2019-nCoV-ის ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად არის გამოწვეული, 25-მდე გაიზარდა.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 17 დაღუპულისა და პნევმონიით დაავადების 444 შემთხვევის შესახებ.

ვირუსულმა პნევმონიამ, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, გასული წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში იფეთქა. 177 ადამიანის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. ექიმების თქმით, ახალი ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის.

ვირუსის გავრცელების შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, იაპონიასა და აშშ-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად