ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთში, პნევმონიის გამო, რომელიც ახალი კორონავირუსის შედეგად არის გამოწვეული და რომელმაც დეკემბერში იფეთქა, 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 9 დაღუპულის შესახებ.

21 იანვრისთვის, აღნიშნული ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 444 ადამიანს შეადგენს. ვირუსი ჩინეთის 13 პროვინციაში დაფიქსირდა.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის.

ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა ჩინეთს საზღვრებს გარეთაც, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, იაპონიასა და აშშ-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად