ჩინეთში, ახალი კორონავირუსის გამო ათობით ქალაქია დაკეტილი

ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ათობით ქალაქში, ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით The Guardian-ი იუწყება.

ხელისუფლებამ შეაჩერა სატრანსპორტო მიმოსვლა უხანთან – ხუბეის პროვინციის დედაქალაქთან, აგრეთვე დაკეტილია აეროპორტი და სარკინიგზო შესასვლელები. ანალოგიური ზომებია მიღებული ქალაქებში – ეჩჟოუ, ჩიბი და ჩზიცძანში. გარდა ჩამოთვლილისა, ხუანგანში აგრეთვე გაჩერებულია კინოთეატრების, ინტერნეტ-კაფეების და სხვა გასართობი ცენტრების მუშაობა.

ვირუსულმა პნევმონიამ, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, გასული წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში იფეთქა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ვირუსულ პნევმონიას 25 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში კი ვირუსული დაავადების 800 შემთხვევაა დაფიქსირებული. 177 ადამიანის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. ექიმების თქმით, ახალი ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის.

ვირუსის გავრცელების შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, იაპონიასა და აშშ-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად