ჩინეთში, 2025 წელს პლასტიკური ჩანთები სრულად აიკრძალება

ჩინეთის ხელისუფლებამ ერთჯერადი ერთჯერადი პლასტიკური ჩანთების გამოყენების შემცირების მიზნით, მასშტაბური გეგმა წარადგინა-ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

2020 წლის ბოლოსთვის დიდ ქალაქებში პლასტიკური ჩანთები აიკრძალება, ხოლო 2022 წელს კი, ყველა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში.

“პლასტიკური ჩანთების სრული აკრძალვა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, ძალაში 2025 წელს შედის – ამ ეტაპზე, მაღაზიებს კვლავ შეუძლიათ გამოიყენონ ასეთი შეფუთვები”,-წერს BBC-ი.

ჩინეთის კვების ობიექტებში, 2020 წლის ბოლოსთვის ერთჯერადი პლასტმასისგან დამზადებული საწრუპვის გამოყენებაც აიკრძალება. სარესტორნო ინდუსტრიამ ერთჯერადი პლასტიკური ნივთების გამოყენება 30% -ით უნდა შეამციროს.

გარდა ამისა, 2025 წლისთვის სასტუმროებმა სტუმრებისთვის ერთჯერადი პლასტიკური ნივთების მიწოდებაზე უარი უნდა თქვან. ეს აღნიშნულ საკითხზე პირველი ინიციატივა არ არის. მაგალითად, 2008 წელს ჩინურ საცალო ვაჭრობას მომხმარებლისთვის უფასო პლასტიკური ჩანთების გაცემა ეკრძალებოდა.

როგორც BBC იხსენებს, ჩინეთი მსოფლიოში პლასტმასის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია; წლების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლება  ქვეყნის 1.4 მილიარდი მოსახლეობის მიერ წარმოებული არაგრადირებადი ნარჩენების პრობლემის მოგვარებას ცდილობდა. ჩინეთის უმსხვილესი ნაგავსაყრელი დაახლოებით  ფეხბურთის 100 მოედნის ტოლფასია და მისი რესურსი დაგეგმილზე 25 წლით ადრე ამოიწურა.

ოქსფორდის მკვლევარების აზრით, 2010 წელს ჩინეთში 60 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენის წარმოება მოხდა, ხოლო აშშ-ში 38 მილიონი ტონის.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად