ჩინეთმა თანამგზავრი Shiyan-6 ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა

ჩინეთმა თანამგზავრი Shiyan-6 ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა, რათა შეამოწმოს კოსმოსური აღჭურვილობა და დედამიწის მახლობლად მდებარე სივრცე. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საჰაერო კოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კორპორაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაშვება ადგილობრივი დროით 07:44 საათზე, რაკეტა CZ-2D-ის დახმარებით განხორციელდა.

“გაშვება განხორციელდა გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით, რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. ამის წყალობით, კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე მოთავსების სისტემის საიმედოობა გაიზარდა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩინეთი აქტიურად მიყვება ეროვნული კოსმოსური პროგრამის განვითარებას, რათა შეიმუშოს მეტეოროლოგიური, სატელეკომუნიკაციო და სანავიგაციო სატელიტები. ჩინელი მეცნიერები ასევე ახორციელებენ პროექტს ასტეროიდების და მარსის შესასწავლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად