ჩინეთმა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების შესახებ განაცხადა

ჩინეთში სრულად მოხერხდა ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შეჩერება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, 28 მარტის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის შიგნით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 000-ზე ქვემოთ ჩამოვიდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში სულ ახალი კორონავირუსით ინფიცირების 678 720 შემთხვევაა. სულ დაღუპულია 31 700 ადამიანი, ხოლო 145 609 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად