A1 ბანერი

ჩინეთმა ორბიტაზე თანამგზავრი Zhongxing-2D გაიყვანა

ჩინეთმა ორბიტაზე საკომუნიკაციო-სამაუწყებლო თანამგზავრი Zhongxing-2D გაიყვანა, რომელიც ჩინეთის აერონავტიკის მეცნიერებისა და ტექნიკის კორპორაციამ შეიმუშავა.

თანამგზავრი რაკეტამზიდ Long March-3B-ის მეშვეობით იქნა გაყვანილი. რაკეტამ სტარტი სიჩანის კოსმოდრომიდან აიღო, რომელიც სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს. ეს წელს ჩინეთისთვის პირველი გაშვებაა.

Zhongxing-2D რამდენიმე ჩინური რადიოს და ტელემაუწყებლობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ამ აპარატის მეშვეობით, ჩინეთის მთელს ტერიტორიაზე ფარტომასშტაბური ინტერნეტის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...