ჩინეთის ხელმძღვანელობამ ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს მიულოცა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
“ჩვენ ვაკვირდებით ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების რეაქციას, როგორც თავად შეერთებულ შტატებში, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”, – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ვენბინმა ბრიფინგზე პეკინში.
“ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ვულოცავთ ბაიდენსა და მის ჰარისს”, – განაგრძო მან.
ჩინეთი იყო იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, ვინც ჯერჯერობით თავს იკავებდა კომენტარისგან, ვინაიდან დონალდ ტრამპი ასაჩივრებს შედეგებს.
“ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი განისაზღვრება ამერიკის კანონებისა და პროცედურების შესაბამისად”, – თქვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.