ჩინეთმა, იანვრიდან მოყოლებული პირველად, ვუჰანიდან გამოსასვლელი გზა გახსნა

ჩინეთის ხელისუფლებამ, ორ თვიანი იზოლაციის შემდეგ, 8 აპრილის ღამეს შეზღუდვები მოხსნა და ვუჰანიდან გამოსასვლელი გზა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელემაუწყებლობა ავრცელებს.

გამოსასვლელი და შესასვლელი გზა ქალაქში, საიდანაც კორონავირუსული პანდემია გავრცელდა, 23 იანვარს ჩაკეტეს. 8 აპრილის ღამეს კი, სრულად გაიხსნა ვუჰანიდან გამოსასვლელი გზა, აგრეთვე სხვა ქალაქებიდანაც. დილიდან კი აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა, მოძრაობენ ავტობუსებიც.

ჯამში, ვუჰანიდან, 276 სამგზავრო მატარებლის გამოშვებას გეგმავენ. ბილეთების წინასწარი გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით, ქალაქის დასატოვებლად 55 ათასი ადამიანი ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვუჰანის დატოვების უფლება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, ვიზეც კორონავირუსის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ხელისუფლებამ მიიღო ზომები და მთელს სამგზავრო ინფრასტრუქტურას დეზინფექცია ჩაუტარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად