ჩინეთმა აშშ-ს, უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით პირველად გაუსწრო

ჩინეთმა, უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით პირველად აჯობა აშშ-ს. ამის შესახებ საუბარია Credit Suisse-ის ყოველწლიურ ანგარიშში – Global Wealth Report, რომელიც შვეიცარული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის გამოქვეყნებული.

2019 წლის შუა პერიოდისთვის, ჩინეთში მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 10% შედიან, 100 მილიონი ადამიანია. აშშ-ში კი იგივე მაჩვენებელი 99 მილიონს შეადგენს.

„მიუხედავად სავაჭრო განხეთქილებებისა აშშ-სა და ჩინეთს შორის, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კეთილდღეობის მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებით – 3,8 ტრილიონი აშშ დოლარით და 1,9 ტრილიონი აშშ დოლარით“, – აღნიშნავს Credit Suisse-ს წარმომადგენელი.

ამასთან, Credit Suisse-ს მონაცემების მიხედვით, აშშ მაინც უსწრებს ჩინეთს მილიონერების საერთო რაოდენობით. აშშ-ში მათი რაოდენობა 18,6 მილიონს შეადგენს, ხოლო ჩინეთში მხოლოდ 4,4 მილიონს.

მთლიანობაში, ბანკის ექსპერტების შეფასებით, 2019 წელს, მილიონერების რაოდენობა 1 მილიონ ადამიანზე მეტად გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (45,6 მილიონიდან – 46,8 მილიონ ადამიანამდე).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად