ჩინეთმა აშშ-ის 28 მოქალაქის, მათ შორის მაიკ პომპეოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აწესებს სანქციებს აშშ-ს 28 მოქალაქეს, მათ შორის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება გამოქვეყნდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

“ჩინეთმა გადაწყვიტა სანქციების დაწესება 28 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებმაც სერიოზულად დაარღვიეს ჩინეთის სუვერენიტეტი და მეტწილად პასუხისმგებელნი არიან შეერთებული შტატების ასეთ ნაბიჯებზე ჩინეთთან მიმართებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

სიაში ასევე მოხვდნენ თეთრი სახლის ეროვნული სავაჭრო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი პიტერ ნავარო, ეროვნული უსაფრთხოების ასისტენტი რობერტ ობრაიანი და გაეროში აშშ-ს ელჩი კელი კრაფტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად