ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო: თავი შეიკავეთ ქალაქ უხანში (Wuhan) გამგზავრებისაგან

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“+საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

❗️ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქ. უხანში (Wuhan) გამგზავრებისაგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.

ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული.

❗️ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად