”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

შპსჩინეთის რკინიგზის 23- ბიუროს ჯგუფი“-ს მუდმივმოქმედი ფილიალის დასაქმებულები  2019 წლის 3 აგვისტოდან უარს აცხადებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და არ გამოდიან სამუშაოზე. განმარტავენ, რომ არიან გაფიცულები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მათ  კომპანიისთვის წერილობით არ მოუმართავთ და არ განუხორციელებიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. 

დასაქმებულები  უკმაყოფილებას გამოთქვამენ შვებულებებთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ასევე ითხოვენ ხელფასის მომატებას. კომპანია  გამოთქვამს მზადყოფნას დააკმაყოფილოს ყველა კანონიერი მოთხოვნა, რაც გამომდინარეობს საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან, მათ შორის შვებულებასთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ხოლო  ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დასაქმებულებს შევთავაზეთ რამდენიმე ვერსია სახელფასო სისტემის დაანგარიშებისათვის.

 მიუხედავად  მრავალმხრივი მცდელობისა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამჟამად მოქმედი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულების მიმართ გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ხელფასი, ისე დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის განკუთვნილი დამატებითი ანაზღაურება. რაც საერთო ჯამში ბევრად აღემატება დასაქმებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი დღიური ანაზღაურების – 20 ლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად