ჩინეთის ქალაქ შენჟენში კატისა და ძაღლის ხორცის გაყიდვა და ჭამა აიკრძალა

შენჟენი პირველი ქალაქია ჩინეთში, სადაც კატისა და ძაღლის ხორცის გაყიდვა და საკვებისთვის მოხმარება აიკრძალა. – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისის” რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

თებერვალში ჩინეთის ხელისუფლებამ გარეული ცხოველების გაყიდვა და საკვებად გამოყენება აკრძალა. რადგან არის ვერსია, რომ სწორედ მათი ხორცის საკვებად გამოყენების კულტურამ შექმნა ვირუსით დაინფიცირების წინა პირობა. თუმცა, შენჟენში შინაური ძაღლის და კატის ხორცის გაყიდვა და ჭამა აიკრძალა. კანონი 1 მაისიდან ამოქმედდება.
“ბიბისი” Humane Society International-ის დაყრდნობით წერს, რომ აზიის ქვეყნებში ყოველწიურად ხორცისთვის 30 მილიონ ძაღლს კლავენ.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში ძაღლის ხორცს ყველა არ აჭამს. ჩინელების უმრავლესობას არასდროს გაუსინჯავს ძაღლის ხორცი და არც სურვილი ჰქონიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად