ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის ჩამოტანას ეხმაურება და ჩინეთის ხელისუფლებას საჩუქრისთვის მადლობას უხდის.

მინისტრი ასევე მადლობას უხდის უნგრეთს, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება.

„ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე მიიღო.

„სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკის“ ვაქცინაც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული.

6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...