ჩინეთის ლიდერმა ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, ახალი კორონავირუსთან დაკავშირებით პროფილაქტიკის მიზნით ხუთი ზომის მიღების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მან განკარგულება პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივი კომიტეტის სხდომის გამართვის შესახებ 7 იანვარს გასცა. 20 იანვარს მან ხელისუფლებას განუცხადა, პირველ რიგში ყურადღება მიექცია უსაფრთხოებისთვის და მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და რომ მიეღოთ ზომები ინფექციის შეკავებისთვის.

ორი დღის შემდეგ, 22 იანვარს, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ხუბეის პროვინციაში, ინფექციის ეპიცენტრში გამოეცხადებინათ ყოვლისმომცველი და მკაცრი კონტროლი იქიდან ადამიანების გადინებაზე. მომდევნო დღეს, ხელისუფლებამ პროვინციის დედაქალაქი დაკეტა და იქ კარანტინი გამოაცხადა.

იმის შესახებ, რომ პნევმონიის ახალი აფეთქება შესაძლოა კორნავირუსის სახეობას გამოეწვია, რომელსაც COVID-19 დაარქვეს, ჩინელმა მეცნიერებმა 9 იანვარს განაცხადეს. ინფექციის შედეგად პირველი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია 11 იანვარს გავრცელდა.

დღეს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთში ინფექციის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 665-მდე გაიზარდა. ქვეყნის გარეთ კი დაფიქსირდა ახალი კორონავირუსის 526 შემთხვევა. გარდა ამისა, აგრეთვე დაფიქსირდა სიკვდილის პირველი შემთხვევები აზიის საზღვრებს გარეთ, კერძოდ საფრანგეთში.

ჩინეთის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ვირუსის გავრცელების წყარო შესაძლოა უხანის ბაზარი იყო, სადაც ზღვის პროდუქტები, ფრინველები, გველები და სხვა ცხოველები იყიდება. მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაედება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად