ჩინეთი: სენატის მიერ კანონპროექტის მიღება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰონგ კონგში შექმნილი ვითარების შესახებ აშშ-ს სენატის მიერ კანონპროექტის მიღებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა უწოდა და ვაშინგტონს პროტესტი გამოუცხადა.

”აშშ-ს სენატმა ჰონგ კონგში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ კანონპროექტი 19 ნოემბერს მიიღო. ჩინეთი მტკიცედ გმობს და მკაცრად აპროტესტებს კანონპროექტს, რომელიც ფაქტებს უგულებელყოფს, აღიარებს დაბნეულობას, არღვევს ნორმებსა და ორმაგ სტანდარტებს წარმოშობს, რაც ჰონგ კონგის საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. ეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების უხეში დარღვევაა”,- განაცხადა ჩინგის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გენგ შუანმა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჰონგ კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა  და არეულობებმა ”სერიოზული საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის უსაფრთხოებას და მის მატერიალურ ფასეულობებს, ასევე ჰონგ კონგის განვითარება შეაფერხა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად ჩინეთის ხელისუფლების ამოცანაა, „არეულობები მალე დასრულდეს, კანონი დაცული იყოს და ქვეყანაში წესრიგი აღდგეს“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა “დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჰონგ კონგის საქმეებში ინტერვენცია და ჩინეთის შიდა საქმეებში ისე ჩაერიოს, რომ ცეცხლი არ დაანთოს და მწარე შედეგი არ გამოიწვიოს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად