ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ინიციატივას კოსმოსში იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ

ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ ინიციატივას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც კრძალავს იარაღის განთავსებას კოსმოსში. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა ოთხშაბათს, რიგით ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩინეთი და რუსეთი ერთად უჭერენ მხარს კოსმოსური სივრცის მშვიდობიან გამოყენებას. გასული წლების განმავლობაში ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებში, რომლებიც ძირეულად გადაწყვეტს უსაფრთხოების პრობლემას კოსმოსურ სივრცეში”, – აცხადებს ის.

”ამჟამად, შეერთებული შტატები, თავისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, ეწინააღმდეგება კოსმოსში იარაღის კონტროლის ამ პროცესს”, – დასძინა დიპლომატმა.

”უსაფრთხოების დაცვა კოსმოსში აკმაყოფილებს მთელი კაცობრიობის ინტერესებს. ჩვენ უნდა შევქმნათ ამ სფეროში იარაღის კონტროლის მექანიზმი, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და ზოგადი უსაფრთხოება ამ სფეროში”, – შეაჯამა მან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად