ჩინეთი ბირთვული იარაღის სრულ განადგურებას უჭერს მხარს

ჩინეთი ბირთვული იარაღის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ პირობებში გამოყენებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ “ჩინეთის ეროვნული თავდაცვის შესახებ თეთრ დოკუმენტშია აღნიშნული”. ინფორმაციას სააგენტო Xinhua ავრცელებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პეკინი არა მხოლოდ ბირთვული იარაღის გამოყენებას ეწინააღმდეგება, არამედ საფრთხის შექმნას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც ასეთი ტიპის იარაღს არ ფლობენ.

გარდა ამისა, ჩინეთი ბირთვული იარაღის სრულ აკრძალვასა და განადგურებას მხარს უჭერს. როგორც ოფიციალური პეკინი განმარტავს, ჩინეთი არც ერთ სხვა ქვეყანასთან შეიარაღებაში არ მონაწილეობს და მისი ბირთვული პოტენციალი მინიმალურ დონეზეა.

როგორც “თეთრ წიგნშია” აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტური სამხედრო უპირატესობისთვის იბრძვის, ხოლო რუსეთი სამხედრო რეფორმირების “ახალ სახეს” ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანში აშშ-ს იარაღის გაყიდვას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტაივანის პრობლემის გადაჭრა და ქვეყნის სრული გაერთიანება ჩინეთის ფუნდამენტურ ინტერესებში შედის.

“ჩინეთი მხარს უჭერს “მშვიდობიანი გაერთიანების” პრინციპს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება უცხო ქვეყნის ნებისმიერ ჩარევას”,-ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...