ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, ჰონგ-კონგის საქმეებში არ ჩაერიოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ჰონგ-კონგში არსებულ ვითარებაში ჩარევისგან თავი შეიკავოს, რადგან “ეს ჩინეთის შიდა საქმეა”. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა განაცხადა.

”ჰონგ კონგის საქმე მთლიანად ჩინეთის საშინაო საქმეა, თქვენ არც უფლება გაქვთ და არც კომპეტენცია, რომ კომენტარი გააკეთოთ. თქვენს საქმეს მიხედეთ და ჰონგ-კონგის საქმეებში ნუ ჩაერევით”,- თქვა მან ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთებული კომენტარების საპასუხოდ.

როგორც ჰუა ჩუნინმა განაცხადა, ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებები იმის მტკიცებულებაა, რომ აშშ რეგიონში მომხდარ ინციდენტებში ერევა. მისი თქმით, აშშ სიმართლეს “ამახინჯებს” და „დანაშაულების გაქრობას ცდილობს”.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა წინა დღეს, Twitter– ის გვერდზე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ჰონგ-კონგის პოლიციამ მომიტინგეების მიმართ ძალა გამოიყენა. მან ჰონგ -კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კერი ლამს მოუწოდა, მომიტინგეებთან დიალოგში ჩაერთოს და მათი მოთხოვნები შეასრულოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად