ჩინეთი ახალ რუსულ იარაღს ბირთვულ ბომბზე საშიშად თვლის

რუსეთის ახალი სამხედრო კომპლექსები “სარმატი”, “ავანგარდი” და “იარსი” ძალზე საშიშია. ამის შესახებ ჩინური პორტალი Sina წერს.

ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ ამ მოდელებზე რუსეთის სარაკეტო ძალების გადაიარაღება შეერთებულ შტატებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მიუხედავად შეერთებული შტატების განცხადებებისა მსოფლიოში ყველაზე მოწინავე თავდაცვითი სისტემის შესახებ, ისინი ვერ შეძლებენ ჩქაროსნული ავანგარდის დაკავებას და ეს ხდის სარაკეტო სისტემას “უფრო საშიშ იარაღად, ვიდრე ბირთვულ ბომბს”.

სექტემბრის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ დაიწყო საკუთარი ბირთვული ძალების მოდერნიზაცია რუსეთის მსგავსი ქმედებების საპასუხოდ. პენტაგონის უფროსის თანაშემწის მოადგილემ რობერტ სუფერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები “კონცეპტუალურიდან საინჟინრო ფაზაზე გადასვლის ზღვარზეა, რაც ამ სისტემების რეალური შეძენის შესაძლებლობას იძლევა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად