ჩინელმა TikTok-ერმა პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა

ჩინეთში, ბლოგერმა, რომელიც Luoxiaomaomaozi-ის სახელით იყო ცნობილი, პირდაპირი ეთერის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ გამოცემა Vice წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი მიმდინარე წლის ოქტომბერში მოხდა. ბლოგერმა საწამლავი ინტერნეტ მომხმარებლების თვალწინმ პირდაპირი ეთერის დროს დალია. იგი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით კი ბლოგერის ფერფლი კრემატორიუმის თანამშრომელმა მოიპარა და მის გაყიდვას შეეცადა. დამნაშავე ცდილობდა გოგონას ფერფლი “აჩრდილების ქორწილის” მოწყობისთვის მისი ოჯახისათვის მიეყიდა. “აჩრდილების ქორწილი” ჩინური ჩვეულებაა, რომლის დროსაც ადამიანები გარდაცვლილ ნათესავებს „ქორწილს“ უწყობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ შემდგომ ცხოვრებაში დაღუპულები ბედნიერი ოჯახის პოვნას შეძლებენ.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სამი მამაკაცი დააკავა.

კომენტარები
იტვირთება...