ჩიმაკაძე: თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან ინფორმაცია აშშ-ი ამოიღეს, მერე დაერთო საქმეს(ვიდეო)

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ გადაცემა “არენა” -ში განაცხადა.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის თქმით, აჰმედ ჩატაევს თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით თითქმის ოთხი დღის განმავლობაში მიდიოდა და მან საქართველოს ტერტორიაზე შემოსასვლელად მწვანე ზოლი გამოიყენა.

ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონიდან მონაცემების მოპოვებაში, სუს-ს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები დაეხმარნენ.

„ჩვენ და არამარტო ჩვენ, მსოფლიოს ბევრი სპეცსამსახურები ფლობდნენ ინფორმაციას რომ ჩატაევს ჰყავდა დაჯგუფება, რომელიც გეგმავდა ტერორისტულ აქტებს არამარტო სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ერთი რამე მინდა გითხრათ, ჩვენ წინასწარ ინფორმაცია იმაზე, რომ ჩატაევი საქართველოში იმყოფებოდა, არ გვქონდა… მაგრამ გვქონდა წარმატებული ღონისძიებები ჩატარებული სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან თანამშრომლობით გვქონდა ინფორმაცია ჩატაევის დაჯგუფებების შესახებ.
რა თქმა უნდა, ამ საკითხში გვეხმარებოდნენ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც ბაზირებული არიან საქართველოში. ასევე, მოწვეული იყვნენ სხვა სპეციალისტები.
აღსანიშნავია ის რომ მობილური ტელეფონი რომელიც ეკუთვნოდათ თემირლან მაჩალიკაშვილს გაგზავნილ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც განხორციელდა ტელეფონიდან ინფორმაციის მოხსნა, რომელიც შემდეგ გადმოიგზავნ საქართველოში და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს“ – განაცხადა არჩილ ჩიმაკაძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 იანვარს, 2 წლის შემდეგ, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა.

იგი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.

2018 წლის 10 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად