ჩილეში, საპროტესტო აქციების შედეგად 1 462 ადამიანი დააკავეს

ჩილეში, საპროტესტო აქციების ფონზე 1 462 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის ნაციონალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათგან 614 სანტიაგოში დააკავეს. კიდევ 244 პირი კი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააკავეს. დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებების შედეგად დაშავებულია 62 პოლიციელი.

ჩილეს ხელისუფლებამ, მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, დედაქალაქის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, აგრეთვე სხვა ქალაქებსა და კომუნებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

20 ოქტომბერს, ქვეყნის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა ქვეყნის დედაქალაქის სანტიაგოს რაიონების უმრავლესობაში და მის შემოგარენში. კომენდანტის საათი, იქაური დროით 22:00 საათზე დაიწყო და ორშაბათის 7:00 საათამდე გასტანს.

6 ოქტომბერს, ჩილეში, მატარებლითა და მეტროთი მგზავრობის საფასური 30 პესოთი გაძვირდა, რის შემდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციის ფარგლებში დაიღუპა სამი ადამიანი, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს რამდენიმე მეტრო სადგური.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად