ჩილეში, საპროტესტო აქციების გამო, ორ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩილეს ხელისუფლებამ, მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, დედაქალაქის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, აგრეთვე სხვა ქალაქებსა და კომუნებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

20 ოქტომბერს, ქვეყნის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა ქვეყნის დედაქალაქის სანტიაგოს რაიონების უმრავლესობაში და მის შემოგარენში. კომენდანტის საათი, იქაური დროით 22:00 საათზე დაიწყო და ორშაბათის 7:00 საათამდე გასტანს.

საპროტესტო აქციის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში მეტროთი მგზავრობის გაძვირებას ეწინააღმდეგება, დაკავებულია 1,4 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 614 სანტიაგოში დააკავეს. კიდევ 244 პირი კი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააკავეს. დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებების შედეგად დაშავებულია 62 პოლიციელი.

6 ოქტომბერს, ჩილეში, მატარებლითა და მეტროთი მგზავრობის საფასური 30 პესოთი გაძვირდა, რის შემდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციის ფარგლებში დაიღუპა სამი ადამიანი, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს რამდენიმე მეტრო სადგური.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად