ჩილეში, საპროტესტო აქციაზე, ქვეყნისთვის რეკორდული – 1,2 მილიონი ადამიანი გამოვიდა

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, საპროტესტო აქციაზე 1,2 მილიონი ადამიანი გამოვიდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

წინა ჯერზე, რეკორდული მაჩვენებელი მილიონი ადამიანი იყო, რომელიც ქუჩაში ჯერ კიდევ 1988 წელს გამოვიდა.

რეკორდის შესახებ განცხადება სანტიაგოს მერმა კარლა რუბლარმა გააკეთა. მისი თქმით, ასეთი მასობრივი მიტინგი იმის დამადასტურებელია, რომ ყალიბდება „ახალი ჩილე“. ამასთან, მან საპროტესტო აქციას, რომლის მონაწილეებიც ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას აპროტესტებენ, მშვიდობიანი მსვლელობა უწოდა.

ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა, რომლის გადადგომაც საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილს სურს, თავის Twitter-ზე წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ესმის ხალხის მოთხოვნები და რომ ქვეყანა, ღმერთის წყალობით, განვითარების ახალ, უკეთესს გზას დაადგება.

ჩილეში საპროტესტო აქციები ოქტომბრის დასაწყისში, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. გადაწყვეტილება კი მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდას გულისხმობდა. სანტიაგოში და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში შექმნილმა სიტუაციამ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გამოიწვია, რასაც კომენდანტის საათის დაწესება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ აქციის 1 400 მონაწილე დააკავა, მსხვილი ქალაქების მაცხოვრებლები მას მერეც აგრძელებენ ქუჩაში გასვლას, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა პინერამ ტრანსპორტის საფასურის გაძვირებაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად