ჩილეში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში, მეტროთი მგზავრობის ფასების გაძვირების გამო გამართული საპროტესტო აქციების დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სანტიაგოს გუბერნატორი იუწყება.

მისი თქმით, ორი ადამიანი სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა, ერთი კი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სუპერმარკეტი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, საპროტესტო აქციების მონაწილეებმა გაძარცვეს. სუპერმარკეტი მაღაზიების ამერიკულ ქსელ Walmart-ს ეკუთვნის.

ჩილეში საპროტესტო აქციები მას მერე დაიწყო, რაც 6 ოქტომბერს, ქვეყანაში მეტროთი მგზავრობის საფასური გაიზარდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაწვეს რამდენიმე ავტობუსი და დააზიანეს მეტრო სადგურები. 19 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულია 308 ადამიანი. დაზიანებულია პოლიციის 49 ავტომობილი და განადგურებულია 41 მეტრო სადგური

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად