ჩილეში ძაღლებს კორონავირუსის საწყის ეტაპზე გამოვლენის მიზნით წვრთნიან

ჩილეს ერთ-ერთ კინოლოგიურ ცენტრში ძაღლებს კორონავირუსის საწყის ეტაპზე გამოვლენის მიზნით წვრთნიან.

ძაღლების მახვილი ყნოსვის საშუალებით ოფლში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი გამონაყოფის მინიმალური კონცენტრაციის არსებობის დადგენის და ამ გზით კორონავირუსის საწყის ეტაპზე გამოვლენის მიზნით ჩილეში სპეციალურად შერჩეულ 1 ლაბრადორს და 3 რეტრივერს წვრთნიან.

ჩილე შეზღუდვების თანდათანობით მოხსნასთან ერთად აპირებს გააძლიეროს კონტროლი მასობრივი თავშეყრის ადგილებში, პირველ რიგში, სკოლებში, აეროპორტებში და ავტოსადგურებში. ასეთ ადგილებში დღემდე სხეულის დისტანციური თერმომეტრიით ხდება კორონავირუსზე საეჭვო პირების გამოვლენა და მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა, კორონავირუსზე ტესტირების სიძვირის გამო, ვერ ახერხებს საყოველთაო შემოწმებას.

სამსახურებრივი ძაღლები საუცხოო თანაშემწეები არიან ნარკოტიკების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, დამაშავეების ძებნაში, მათი დახმარებით ხდება მალარიის და პარკინსონის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა.

“ძაღლებს ყნოსვის სამ მილიონზე მეტი რეცეპტორი აქვთ, რაც ადამიანის შესაძლებლობას 50-ჯერ სჭარბობს და კორონავირუსთან ბრძოლაში მათ, როგორც დამხმარეებს, უნიკალურ მდგომარეობაში აყენებს”, – ამბობს ჩილეს პოლიციის სპეციალური სკოლის დირექტორი კრისტიან ასევადო იანესი.

ჩილეში ამ დროისთვის 355 667 კოვიდინფიცირებული (მე-7 ადგილი მსოფლიოში) და 9 557 კორონავირუსით გარდაცვლილია (მე-14 ადგილი მსოფლიოში). მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით ჩილე მსოფლიოში მე-3 ადგილზეამილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოებს შორის.

23 ივლისს, კორონავირუსით გამოწვეული უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით ჩილეს ოპოზიციური პარტიების მიერ საპენსიო ფონდიდან 10%-მდე თანხის გატანის შესახებ წარდგენილ კანონპროექტს მხარი მმართველი პარტიის დეპუტატებმაც დაუჭირეს და ჩილეს პრეზიდენტმა მის დაბლოკვა ან საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება აღარ ისურვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად