ჩილეს სამხრეთით დაახლოებით 40 ათასი ლიტრი ნავთობპროდუქტი დაიღვარა

ჩილეს სამხრეთით ნავთობპროდუქტი დაიღვარა- დაახლოებით 40 ათასი ლიტრი დიზელის საწვავი. ინფორმაციას ტელეარხი 24 Horas-ი ავრცელებს.

ინციდენტი ქვეყნის უმსხვილეს სამთო კომპანია CAP- ის ტერმინალზე მოხდა, რომელიც ქალაქ პუერტო ნატალესიდან 250 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

როგორც ქვეყნის საზღვაო ძალების განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე ორი გემი გაგზავნეს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სიტუაციას ხელს ამინდის პირობები უშლის.

ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად