ჩილეს სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები დაღუპულად გამოაცხადეს

ჩილეს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ აღიარა, რომ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები დაიღუპნენ. ეს ინფორმაცია შვიდი საათის შემდეგ გავრცელდა, როდესაც თვითმფრინავი ანტარქტიდში რადარებიდან გაუჩინარდა.

ბორტზე ეკიპაჟის 17 წევრი და 21 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავს ანტარქტიდის ავიაბაზაზე ნავთობსადენის პერსონალი გადაჰყავდა

სამხედროები კატასტროფის ზონაში სამძებრო ოპერაციას აგრძელებენ. უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ნათესავებს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.

C130 Hercules-ი ანტარქტიდაზე 16:55 საათზე გაფრინდა, თუმცა თვითმფრინავის პილოტთან კომუნიკაცია 18:13 საათზე შეწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად