ჩილეს დედაქალაქში, საპროტესტო აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა

ჩილეს ხელისუფლებამ, ქვეყნის დედაქალაქის სანტიაგოს რაიონების უმეტესობასა და მათ შემოგარენში, ქვეყანაში მეტროთი მგზავრობის ფასის გაძვირების გამო დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, კომენდანტის საათი დააწესა. ამის შესახებ ჩილეს შეიარაღებული ძალები იუწყება.

მოგვიანებით კი, ჩილეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეტროთი მგზავრობის ფასის გაძვირების გაუქმება გადაწყვიტა.

6 ოქტომბერს, ჩილეში, მატარებლითა და მეტროთი მგზავრობის საფასური 30 პესოთი გაძვირდა, რის შემდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციის ფარგლებში დაიღუპა სამი ადამიანი, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს რამდენიმე მეტრო სადგური. 19 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულია 380 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად