“ჩიხურა” შოტლანდიაში “აბერდინთან” 5 : 0 დამარცხდა

შოტლანდიაში საჩხერის “ჩიხურა” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საპასუხო მატჩში “აბერდინს” ესტუმრა.

პირველი მატჩი თბილისში ფრედ 1:1 დამთავრდა და საჩხერელთა წინაშე მეტად რთული ამოცანა იდგა. მათ მეტოქის კარში სულ მცირე ერთი გოლი ჰქონდათ გასატანი

მატჩის მსვლელობამ აჩვენა, რომ საჩხერლები მეტოქეს აშკარად ჩამოვარდებოდნენ კლასით და მათ არათუ შოტლადიელთა კარის აღება ვერ შეძლეს, არამდე საკუთარი კარიდან ბურთების გამოტანას ვერ აუდიოდნენ

მასპინზლები პირველ ტაიმში სემ კოსგროუვის მიერ მე-9 და მე-20 წუთებზე გატანილი გოლებით დაწინაურდნენ – 2:0. მეორე ტაიმის 58-ე წუთზე გრეგორი ლიმ, 65-ე წუთზე სკოტ რაიტმა, მე-80 წთ-ზე ისევ სემ კოსგროუვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 5:0

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად