“ჩიხურა” ევროპის ლიგას დაემშვიდობა

ევროპის ლიგას საჩხერის "ჩიხურაც" ემშვიდობება. 

სოსო ფრუიძის გუნდმა, სლოვენიურ "მარიბორთან" გასვლაზე, განმეორებითი შეხვედრა, ანგარიშით – 2:0 დათმო და  ევროსარბიელს გამოეთიშა.

პირველი გოლი, საჩხერლებმა 70-ე წუთზე გაუშვეს, მეორე კი – მსაჯის მიერ კომპენსირებული 90+6 დამატებულ წუთზე.

იმისთვის, რომ სოსო ფრუიძის გუნდი შემდეგ ეტაპზე გასულიყო, მათ 1:1 ანაგრიშიც აძლევთა ხელს, თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ "ჩიხურას" გაეტანა, თავის კარში მეორე ბურთი მიიღო.

მთლიანობაში, "ჩიხურას" სტატისტიკა, ბურთის ფლობას თუ არ ჩავთვლით, "მარიბორთან" თანაბარი ჰქონდა და უნდა აღინიშნოს, რომ ორი მატჩის ჯამში, მეტოქეს ტოლი არ დაუდო, თუმცა, "ბეითართან" მომხდარი სენსაციის გამეორება იმერლებმა მეორე მატჩში ვეღარ შეძლეს.

ამრიგად, ქართული კლუბებიდან ევროსარბიელზე მხოლოდ ქუთაისის "ტორპედო" რჩება, რომელმაც, რამდენიმე წუთის წინ, "ვიკინგური" მეორე შეხვედრაშიც დიდი ანგარიშით დაამარცხა და მესამე ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ალბანურ "კუკეშს" დაუპირისპირდება. 

ფოტო: ჩიხურა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...