ჩიხრაძე: მქონდა განცდა, ხელისუფლება იმ დღეს რუსული ინტერესის დაცვისთვის უსწორდებოდა მოქალაქეებს

ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტის ყოფილმა პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ “ტვ პირველის” ეთერში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

“ყველას თავისი ემოცია ჰქონდა იმ დღეს [20 ივნისის ღამე]. მე მქონდა 9 აპრილის ემოცია, მთელი თავისი რუსული გარნინგებიდან გამომდინარე და მქონდა განცდა, რომ ჩემი ხელისუფლება იმ დღეს რუსული ინტერესის დაცვისთვის უსწორდებოდა საკუთარ მოქალაქეებს. ძალიან ცხადად მქონდა ეს განცდა. მთელი იმ 5 საათიანი დარბევის პერიოდში იქ ვიყავი. 1000 დარბევაში ვარ მოყოლილი და როცა სისხლიან ადამიანებს ვხედავდი, ძალიან არ მეშინოდა და ვფიქრობდი, რომ ეს მინახავს და ესეც ეტყობა ჩვეულებრივი რეზინის ტყვიებია, რომლითაც ასისხლიანებდნენ ადამიანებს, რომელიც ძალიან მტკივნეულია. მერე აღმოჩნდა ეს იარაღი და გამოყენებული იყო ისეთი ტყვიები, რომელიც გამოყენებულია ასეთი გამოყენებისთვის. ხელისუფლებას ყველაზე ცუდს ის ხალხი უკეთებს, რომელიც ეუბნება, რომ არა მარტო ეს “გაპრავდება”, უარესიც რომ გაგეკეთებინათ, ისიც “გაპრავდებოდაო”. ასე არ არის!

გინდათ 7 ნოემბრის ასოციაციიდან განვიხილოთ, გნებავთ 26 მაისის, გინდა 15 ივნისის, 6 მაისის, ნებისმიერი მოვლენის ასოციაციიდან, მაშინდელი ხელისუფლებაც გვეუბნებოდა, რომ ღობეზე გადაძრომა და ჯაჯგური პოლიციასტან იყო რაღაცა ჩანაფიქრი, რომ რუსეთთან იყო შეკრული და ა. შ. მაგრამ ჩვენ პასუხს ვთხოვდით ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. დღესაც პასუხს ვთხოვ პასუხს ხელისუფლებას”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...