ჩიხრაძე:ახალ წელს კი უხდება ნაძვის ხე და მორთვა,მაგრამ წარმოვიდგინოთ თავი შვილმოკლული მამების ადგილას!

‘ბუნებრივია ახალ წელს უხდება მორთვა ნაძვის ხე,მაგრამ წარმოვიდგინოთ ვინმემ მათ ადგილას თავი,ადამიანები რომლებსაც ერთადერთი ნუგეში აქვთ დარჩენილი, ისიც სხვების გადასარჩენად სამართლიანობის აღდრულება!”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“დღეს რუსთაველის გამზირზე არ აღსრულდა კანონი,ადამიანებს არ მისცეს უფლება კანონის თანახმად გამოეყენებინათ პროტესტის ფორმა,რომელიც მათ გარანტირებული აქვთ-სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში,მათ აქვთ უფლება გაშალონ კარავი. მე იმ პოლიტიკოსების ფრთას წარმოვადგენ, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე 3 თვის განმავლობაში გვქონდა გაშლილი კარვები,პროტესტს გამოვხატავდით,თუმცა ათასგვარი ხელის შეშლა იყო,ყველას გვახსოვს აქ გაშლილი კარვები.

პრეზიდენტმა მომწერა, რომ მე აქ მოვსულიყავი მისი სახელით და სოლიდარობა გამომეთქვა ბატონი ზაზა სარალიძისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს აქ არის.

ბუნებრივია ახალ წელს უხდება მორთვა ნაძვის ხე, თუმცა წარმოვიდგინოთ ვინმემ მათ ადგილას თავი,ადამიანები რომლებსაც ერთადერთი ნუგეში აქვთ დარჩენილი, ისიც სხვების გადასარჩენად სამართლიანობა აღსრულდეს დამნაშავეები დაისაჯონ,დამნაშავეზე ხელის დაფარებაა არ მოხდეს.

ჰიმნი “ჩემი საქართველო აქ არის” გადაითარგმნა ,რომ საქართველო არის სადღაც ხოლო,ჩვენ ვინც სხვანაირად ვფიქრობთ რაღაც საკითხზე აღმოვჩნდით ბარიერის მიღმა,სწორედ ის ადამიანები,რომლებიც ამ უდიდესი ტრაგედიის გამო დგანან აქ”,-განაცხადა ჩიხრაძემ “კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...