ჩიკაგოში, თოვლის გამო 1000-ზე მეტი რეისი გააუქმეს

ჩიკაგოს მთავარ აეროპორტ ო’ჰარაში, თოვლის გამო დაახლოებით 1,200 რეისი გააუქმეს. ამის შესახებ The Washington Post-ი იუწყება.

სხვა რეისები შეფერხებულია დაახლოებით საშუალოდ 80 წუთით. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შტატ ილინოისის ჩრდილოთ ნაწილში 2-დან 6 დუიმამდე თოვლმა დადო.

WP იუწყება, რომ აქამდე, 11 ნოემბერს, თოვლის გამო, აეროპორტ ო’ჰარაში ერთ-ერთი თვითმფრინავი მოსრიალდა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საზღვრებს გასცდა. ბორტზე 38 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. მათგან არავინ დაშავებულა.

გავრცელებული პროგნოზის მიხედვით, 12 ნოემბრის ღამეს, ქალაქის ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა და ამ დღეს დამყარებულ ყველა რეკორდს მოხსნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად