ჩიკაგოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი – დაშავდა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა ჩიკაგოში,(ილინოისი), საპროტესტო აქციების დროს, რომელიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ამის შესახებ NBC იუწყება.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სულ დააკავეს 240 ადამიანი, 20-ზე მეტი პოლიციელი კი დაშავდა დემონსტრანტებთან შეტაკების დროს.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად