ჩიკაგოში მომხდარ სროლას შვიდი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ჩიკაგოში, მაკდონალდსის სწრაფი კვების რესტორანში მომხდარ სროლას შვიდი წლის გოგონა ემსხვერპლა და დაშავდა ერთი ადამიანი. ამის შესახებ გაზეთ Chicago Tribune წერს.

პოლიციის ინფორმაციით, სროლის დროს ბავშვი მანქანაში იმყოფებოდა 29 წლის მამაკაცთან ერთად. ორივე მძიმედ დაშავდა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით იგი გარდაიცვალა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, არ არის ცნობილი ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის.

NBC Chicago-ს ცნობით, ამ დროისთვის პოლიციას მსროლელი არ დაუკავებია. ასევე უცნობია, თუ რამ გამოიწვია სროლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...