ჩიკაგოში მომხდარ სროლას მინიმუმ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა სამხრეთ ჩიკაგოში მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ NBC TV-მ განაცხადა ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით.

ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტი დილით მოხდა, კაფეს მახლობლად. თავდამსხმელი ავტომობილით მიუახლოვდა დაწესებულებას და სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციას მიაჩნია, რომ მსროლელის სამიზნე იყო ადამიანი, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა.

ტელეკომპანიის ცნობით, ყველა დაზარალებული ჰოსპიტალიზირებულია, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად